„გირჩმა“ შპს „შმაქსი“ (შმAXI) მას შემდეგ დააფუძნა, რაც თბილისში ტაქსებისთვის დაწესებული რეგულაციები ამოქმედდა. „გირჩი“ აცხადებს, რომუმუშევრად დარჩენილ ტაქსისტებს „შმაქსაობაში“ ჩართვას სთავაზობს. როგორც ჯაფარიძემ განაცხადა კომპანიის მთავარი მიზანი საგანმანათლებლო საქმიანობა იქნება.
„დავიქირავებთ მასწავლებლებს, რომლებიც თბილისში, საკუთარი ავტომობილებით იმოძრავებენ. იმ მგზავრებს კი, ვისაც „გირჩის“, საღი აზრისა და თავისუფლების იდეების გაცნობის სურვილი ექნებათ „შმაქსის“ მომსახურებით სარგებლობა შეეძლებათ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
3 სექტემბერს „შმაქსის“ ავტომობილი, ტაქსის მსგავსი ამომცნობი ნიშნის - „შმAXI“-ის გამო, საპატრულო პოლიციამ გააჩერა, თუმცა მძღოლი ვერ დააჯარიმა.
„გირჩის“ აცხადებს, რომ კანონს არ არღვევენ, თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით კი, ამ ქმედების გამო მძღოლები დაჯარიმდებიან: „ეს პოლიტიკური ორგანიზაცია უბრალოდ ერთობა. ყველაზე ცუდი არის ის, რომ ადამიანები შეცდომაში შეჰყავთ. მოქმედება, რომელსაც ისინი პროპაგანდას უწევენ, სამართალდარღვევაა და ამას ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება მოჰყვება“.