weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სახალხო დამცველი სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე მიუკერძოებელ გამოძიებას ითხოვს

17:40 კვირა, 06 ოქტომბერი 2019

საქართველოს სახალხო დამცველი თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის მიერ მისივე თანამშრომლის მიმართ განხორციელებული სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და აცხადებს, რომ გამოძიების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს.

ნინო ლომჯარია გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ეფექტურად წარიმართოს გამოძიება, მათ შორის, დროულად ჩაატაროს ყველა საჭირო საგამოძიებო თუ სხვა საპროცესო მოქმედება.

„მნიშვნელოვანია გამოირიცხოს ყველა ეჭვი საქმის მიკერძოებით თუ პოლიტიკური ინტერესით განხილვის მიმართულებით და საგამოძიებო ორგანომ აქტიურად ითანამშრომლოს სავარაუდო მსხვერპლთან და მის წარმომადგენელთან“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი საზოგადოებასაც მიმართავს და შეახსენებს, რომ „საქართველოში არაერთი ქალი განიცდის ძალადობას, შევიწროებას და ჩაგვრას“.

„მსხვერპლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა საზოგადოების მხარდაჭერა, რათა შეძლონ ძალადობრივ გამოცდილებაზე ხმამაღლა საუბარი და საკუთარი უფლებების დაცვა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული შემთხვევის განხილვისას საზოგადოების გარკვეული ნაწილი ნაკლებად იყო სოლიდარული სავარაუდო მსხვერპლის მიმართ, ადანაშაულებდა მას და ავრცელებდა მისი პატივის და ღირსების შემლახველ ინფორმაციას, რაც კატეგორიულად მიუღებელია.

მნიშვნელოვანია ყველა შესაბამისი უწყების აქტიური ჩართულობა სავარაუდო მსხვერპლის დაცვის და დახმარების მიმართულებით. თავის მხრივ, სახალხო დამცველი მონიტორინგს გაუწევს გამოძიების მიმდინარეობის პროცესს და ამ მიზნით მჭიდრო კომუნიკაცია ექნება სავარაუდო მსხვერპლთან და მისი ინტერესების დამცველთან“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

„ქართული ოცნებიდან“ თბილისის საკრებულოს წევრს, ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ადანაშაულებს. ილია ჯიშკარიანი ქალის ბრალდებებთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]