weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ქუთაისის ციხეში პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე ინსპექტორს ბრალი წარუდგინეს

11:24 ოთხშაბათი, 09 ოქტომბერი 2019

იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის თვითმკვლელობის საქმეზე თანამშრომელს ბრალი წარუდგინეს. სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის სამმართველოს ინსპექტორმა სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.

„ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის მიუხედავად, ინსპექტორმა არ განახორციელა სათვალთვალო მონიტორების სათანადო კონტროლი, რის გამოც მას თვალთახედვის არიდან გამორჩა ბრალდებულის მიერ ცხაურზე თავის დაკიდების ფაქტი და ამის შესახებ დახმარების აღმოჩენაზე პასუხისმგებელ თანამშრომლებს შეატყობინა 40 წუთის დაგვიანებით. ინსპექტორის ქმედებას შედეგად მოჰყვა ბრალდებული გ.წ.-ს გარდაცვალება“, – აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე ცნობით, 8 ოქტომბერს ინსპექტორი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა სისხლის სამართლის კოდექსის 3421-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე. მათივე ინფორმაციით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

36 წლის მამაკაცი, რომელიც ქუთაისის №2 პენიტენციურ დაწესებულებაში ძმის მკვლელობის ბრალდებით წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, პირველ ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურში დადგენილი წესის არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განდაწყვეტილებით, სამსახურიდან გათავისუფლდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]