weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შატილს თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლა ექნება – გახარია

17:36 ხუთშაბათი, 17 ოქტომბერი 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. პროექტს მთის განვითარების ფონდი დააფინანსებს. 

„სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.

სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“ - აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში“, – ნათქვამია გახარიას განცხადებაში, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

შატილის სკოლა–პანსიონი, სადაც 8 მოსწავლე სწავლობს, დღეს დაიწვა. ეს ერთადერთი სკოლა–პანსიონია პირიქითა ხევსურეთში. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი სხვენში ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.

როგორც მცხეთა–მთიანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სკოლა–პანსიონის შენობას მიმდინარე წლის ზაფხულში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან დაახლოებით 160 ათასი ლარით დაფინანსდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]