weather cur horoscope tv
მარტი 19, 2024

ბათუმში 23 წლის ახალგაზრდამ თავი მოიკლა

12:22 ოთხშაბათი, 06 ნოემბერი 2019

ბათუმში 23 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდას ოჯახის წევრები დილიდან ეძებდნენ.

მამაკაცმა გარდაცვალებამდე რამდენიმე საათის წინ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერს: აკრძალეთ ეგეთი კაზინოები, ჩვენთვის მაინც. გეყოფათ ფულის კეთება. ქენით ისე, რომ ცოტა ქვეყანა წინ წავიდეს და თქვენ ჯიბეზე 95% ფულის კეთებას მოეშვით...

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პირველი არხის ოპერატორი, 29 წლის სანდრო ბერაძე ცხვარიჭამიის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვლილის დედა და მეგობრები თვითმკვლელობას აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას უკავშირებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში თავი მოიკლა 287-მა ადამიანმა. ასევე, რეგისტრირებულია თვითმკვლელობის მცდელობის 219 შემთხვევა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]