weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფინანსური პოლიციის ყოფილმა უფროსმა 86 000 ლარამდე პრემია-დანამატები აიღო

17:21 ხუთშაბათი, 27 ივლისი 2017

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი ბადაშვილმა, რომელიც ამჟამად მთავარი პროკურორის მოადგილეა, 2016 წლის განმავლობაში 121 152 ლარის ოდენობით ანაზღაურება მიიღო, საიდანაც თანამდებრივი სარგო 35 400 ლარია, დანარჩენი 85 752 ლარი კი პრემია და დანამატები.  

გიორგი ბადაშვილი 2017 წლის 7 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. მანამდე, - 2015 წლის 2 დეკემბრიდან 2017 წლის ივნისამდე, - იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმღვანელობდა, ხოლო 2014 წლის 21 იანვრიდან 2015 წლის 2 დეკემბრამდე მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა.

ბოლო ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბადაშვილმა 2016 წელს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობისას, შრომის ანაზღაურების სახით მიიღო 121 152 ლარი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმღვანელის თანამდებობრივი სარგო თვეში 2 950 ლარია, ანუ წელიწადში 35 400 ლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გიორგი ბადაშვილმა, მხოლოდ 2016 წლის განმავლობაში, პრემიისა და დანამატების სახით 85 752 ლარი, - ძირითად ხელფასზე 2,5-ჯერ მეტი მიიღო.  

მიმდინარე წლის 12 აპრილს „რეგინფომ“ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც წერდა, რომ გიორგი ბადაშვილის მამამ - ნუგზარ ბადაშვილმა 2016 წელს საკუთრების უფლებით შეიძინა საგარეჯოში, სოფელ მანავში მდებარე 14 ერთეული მიწის ნაკვეთი (სახნავი), რომლებიც წინა წლებში შეძენილ ასევე 14 ნაკვეთთან გააერთიანა და საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა. მიწის ნაკვეთების ფართობი ჯამში 227 467 მ2-ს შეადგენს.

იმავე წერილში აღნიშნულია, რომ ნუგზარ ბადაშვილი 2012 წლიდან დასაქმებულია სხვადასხვა სახელმწიფო საწარმოებში (შპს „მყარი ნარჩენების კომპანია“, სს „საქართველოს რკინიგზა“), სადაც მისი ხელფასი ყოველწლიურად ორმაგდებოდა და საბოლოოდ თითქმის 7-ჯერ გაიზარდა.

აღნიშნული მასალის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი ბადაშვილმა ქონებრივი მდგომარეობის ახალ დეკლარაციაში ოჯახის წევრები საერთოდ აღარ მიუთითა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]