weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აბაშაში 15 წლის გოგომ თავი მოიკლა - სუიციდის საგანგაშო სტატისტიკა საქართველოში

14:15 ხუთშაბათი, 19 დეკემბერი 2019

აბაშის რაიონის სოფელ სამიქაოს საჯაროს სკოლiს მეთორმეტე კლასის მოსწავლემ თავი მოიკლა. „გიღირდათ კედელი სიცოცხლის ფასად?“, – ეს არის გარდაცვლილი ბავშვის ბოლო პოსტი სოციალურ ქსელში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

11 დეკემბერს თბილისში თავი მოიკლა 15 წლის ბიჭმა, რომელიც პოლიციაში დაკითხვისას ფსიქოლოგოიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. 15 წლის ბავშვს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

18 დეკემბერს, ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.

30 ნოემბერს დუშეთის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 18 წლის გოგომ.

8 ნოემბერს ბორჯომში თავი მოიკლა 22 წლის ბიჭმა.

6 ნოემბერს ბათუმში თავი მოიკლა 23 წლის ბიჭმა.

27 ოქტომბერს ზესტაფონში თავი მოკლა 22 წლის ბიჭმა.

25 ოქტომბერს მცხეთის მუნიციპალიტეტში თავი მოიკლა 29 წლის ბიჭმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) რეგისტრირებულია 1586 დანაშაული.

შსს 2019 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემები დეტალურად აქვს ჩაშლილი, რომლის მიხედვითაც, იანვრიდან ივნისის ჩათვლით, საქართველოში თავი მოიკლა 287-მა ადამიანმა, რეგისტრირებულია თვითმკვლელობის მცდელობის 219 შემთხვევა.

2018 წელს (იანვრიდან დეკემბრის ჩათვლით) 115-ე მუხლით 1663 დანაშაულია რეგისტრირებული, რაც 2017 წელთან შედარებით 150.08 %-ით მეტია. 2017 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით 665 დანაშაულია რეგისტრირებული, 2016 წელს 544.

თვითმკვლელობის თავიდან აცილება შესაძლებელია. ფსიქოლოგების განმარტებით, სუიციდის შემთხვევების უმეტეს ნაწილს წინ გამაფრთხილებელი ნიშნები ახლავს. ფსიქოლოგიურად დამარცხებული ადამიანები ხშირად მკვეთრად იცვლიან ქცევებს (მაგ, იწყებენ ალკოჰოლური სასმელების ან ნარკოტიკების მოხმარებას), კარგავენ ინტერესს თავიანთი საქმის და ზოგადად ცხოვრების მიმართ: უჭირთ კონცენტრირება, მუდმივად დაღლილები და გაღიზიანებულები არიან. ხშირად, ხმამაღლა აცხადებენ კიდეც, რომ „სიცოცხლეს სიკვდილი ურჩევნიათ“... გარეგნობას, ჰიგიენას და ჯანმრთელობას ნაკლებ ყურადღებას აქცევენ. არცთუ იშვიათად, სიცოცხლისთვის საშიშ ექსტრემალურ სიტუაციებს ხელოვნურად ქმნიან.

თუ იცნობ ვინმეს, ვინც თვითმკვლელობის რისკის ქვეშაა, მაშინ: შეარჩიე შესაბამისი დრო და წყნარი ადგილი, რათა გაესაუბრო ადამიანს, ვისზეც ღელავ. აგრძნობინე, რომ უსმენ; წაახალისე მიიღოს დახმარება პროფესიონალისგან, როგორიცაა ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტი, სოციალური მუშაკი. შესთავაზე სპეციალისტთან გაყოლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]