weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დაიღუპა 15 წლის ლუკა სირაძე, რომელზე ძალადობაშიც პოლიციას ადანაშაულებენ

20:47 სამშაბათი, 17 დეკემბერი 2019

15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც თვითმკვლელობა სავარაუდოდ პოლიციაში მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, საგანგებოდ ამ პაციენტისთვის ისრაელიდან ჩამოყვანილ იქნა ნეიროქირურგების ჯგუფი, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაშავებულ ბავშვს, რომლიც 6 დღე ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული, გული გაუჩერდა.

მოზარდი 11 დეკემბერს საცხოვრებელი კორპუსის მე-9 სართულიდან გადმოხტა და მრავლობითი დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობას წინ უსწრებდა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის პირველ განყოფილებაში, 2019 წლის 10 და 11 დეკემბერს არასრულწლოვნის გამოკითხვა, რა დროსაც იგი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა.

საიას ადვოკატის რევაზ აჭარაძის თქმით, პოლიციელთა ფსიქოლოგიური ძალადობა და მუქარა იმდენად ინტენსიური და რეალური იყო, რომ არასრულწლოვანი გამოკითხვისას შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დახმარების გაწევა მოითხოვა, თუმცა აღნიშნული დახმარება მას არ აღმოუჩინეს.

ბავშვს აიძულებდნენ ეღიარებინა დანაშაული, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდნენ, რომ მის ძმას შეექმნებოდა გარკვეული პრობლემები, ხოლო მას მოუწევდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ხანგრძლივი დროის გატარება.

15 წლის ლუკა სირაძეს პოლიცია „მწვანე სკოლის“ შენობაში შეპარვასა და კედელზე წარწერის „ამ ცხოვრების დედაც“ გაკეთებას ედავებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ არასრულწლოვანის გამოკითხვა არც პირველ და არც მეორე დღეს მშობლის გარეშე არ მომხდარა, მოზარდის დედას კი პოლიციის განყოფილებაში პოლიციელების მიმართ პრეტენზია არ გამოუხატავს.

საქმის გამოძიება თავდაპირველად პოლიციის იმავე განყოფილებამ დაიწყო, სადაც სავარაუდო დანაშაული მოხდა, თუმცა გამოძიება მოგვიანებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გააგრძელა.

თბილისის „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ფაქტსა და შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე მიმდინარე გამოძიების დასრულებამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების უფროსის მოადგილეს და ამავე განყოფილების გამომძიებელს მარიანა ჩოლოიანს, მათივე ინიციატივით, გუშინ შეუჩერდათ უფლებამოსილება.

ამ თემაზე:

 

ლუკა სირაძეს პოლიციაში ექვსსაათნახევარი ჰკითხავდნენ და ემუქრებოდნენ - ინსპექტორი

 

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს

 

გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დაკავების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]