weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა

11:06 პარასკევი, 20 დეკემბერი 2019

ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი-ანესთეზიოლოგის ნიკოლოზ კვაჭაძის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გვიან ღამით, გულმკერდის არესა და თავზე ჩატარებული ორი ოპერაციის შემდეგ, გამსახურდია რეანიმაციაშია მოთავსებული.

„იმყოფება ხელოვნურ სუნთქვაზე, მედიკამენტოზური ძილის ქვეშ. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მაგრამ შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს. დღეს ოპერაცია დაგეგმილი არ გვაქვს, თუ რაიმე არ შეიცვალა“, - აღნიშნა ექიმმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს, საღამოს, თბილისში, საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს. მას ათამდე ჭრილობა აქვს გულმკერდის, თავისა და ზურგის არეში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია.

დაჭრილს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. თავზე ქირურგიული ჩარევა 7 საათს გაგრძელდა: „პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა: მრავლობითი ტრავმა გულმკერდის, მრავლობითი ტრავმა თავის ტვინის და თავის ქალასი. ძალიან ბევრი ჰემატომა იყო თავის ქალის როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. დაზიანებული იყო ქალა-ტვინის ძვლები, შუბლის წილში და თხემის წილში. 7 საათი მოვუნდით ოპერაციას, ჰემატომები ამოღებულია, დადრენირებულია. ტვინის მდგომარეობა, ტვინის რელაქსაცია ასე ვთქვათ, ოპერაციის ბოლოს, ჰემატომის მოშორების შემდეგ, იყო დამაკმაყოფილებელი და პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციაში, ხელოვნურ სუნთქვაზე, რაზეც დარჩება რამოდენიმე დღე.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ჰემატომა ამოვიღეთ და თავის ტვინის მდგომარეობა ასე თუ ისე იყო დამაკმაყოფილებელი, მდგომარეობა მაინც რჩება მძიმე და რამდენიმე დღის განმავლობაში გამოიკვეთება პროგნოზი როგორი იქნება“, - განაცხადა ნეიროქირურგმა არჩილ ჯვარშეიშვილმა ოპერაციის დასრულების შემდეგ. ექიმი ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ცოტნე გამსახურდიას ქირურგიული ჩარევა კიდევ დასჭირდეს.

პოლიციამ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 5 პირი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]