weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მარნეულში არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ბრალდებით 21 წლის ბიჭი დააკავეს

13:24 შაბათი, 15 თებერვალი 2020

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მარნეულში არასრულწლოვანი გოგონას გატაცების ბრალდებით, 1998 წელს დაბადებული გ. მ. დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა. თვითმხილველების თქმით, გოგონას სასწავლო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭები დახვდნენ, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და ისე გაიტაცეს.

პოლიცია გოგონას მთელი ღამის განმავლობაში ეძებდა, რის შემდეგაც გამტაცებელი მარნეულის რაიონში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობით ისჯება.

გუშინვე, გოგონას გატაცების ამბის გახმაურებისთანავე, მარნეულში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ჩავიდა. მისი განცხადებით, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება არაეფექტურია. ლომჯარიამ სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ, რათა მაგალითი იყოს მათთვის, ვინც ქვეყანაში ადამიანთა გატაცების მახინჯ პრაქტიკას აგრძელებენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]