weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გუდაურიდან გადმოყვანილ პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

13:27 ოთხშაბათი, 18 მარტი 2020

გუდაურიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ რამდენიმე პირს, ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„გუდაურიდან როგორც შესაძლო შემთხვევა, ჩვენთან სადიაგნოსტიკოდ შემოყვანილ იქნა რამდენიმე პირი, თუმცა მათთან გამოირიცხა ეს დაავადება და გადაყვანილები არიან საკარანტინო სივრცეში. რამდენიმე ასეთი კონტაქტის კვლევა ჩვენთან მოხდა, მაგრამ ნეგატივი იყო“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ გუდაურიდან სამშობლოში დაბრუნებულ ჩეხეთის მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჩეხმა ტურისტმა დაავადებათა კონტროლის ცენტრს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა გუდაურში რომელ ობიექტებში იმყოფებოდა. შეტყობინების მიღებისთანავე დაიკეტა რესტორანი „მთვრალი ალუბალი“, რომლის ორი თანამშრომელიც გამოხატული სიმპტომებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა თბილისში გადაიყვანეს, დანარჩენები კი თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით სამთო სათხილამურო კურორტები დროებით დაიკეტა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 38 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 1 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]