weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საშიშროება სერიოზულია, მინიმუმ 2 თვე მაინც სახლებში უნდა ვიყოთ - გამყრელიძე

22:07 შაბათი, 28 მარტი 2020

„საშიშროება სერიოზულია. მომავალი ერთი თვე ძალიან რთული იქნება. ეს ოთხი კვირა ემთხვევა ყველაზე უფრო დიდ დღესასწაულს ქვეყანაში. უნდა დავემორჩილოთ ჯანდაცვის უწყებების მოწოდებებს და მივყვეთ რეკომენდაციებს, თუ არადა ამ ოთხი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ეპიდემიის განვითარების დიდი საფრთხეა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში.

„ვუყურებ, რომ მოეშვა ცოტა მოსახლეობა, დაბრძანდებიან ქუჩებში, მანქანით იქნება თუ ფეხით, ისევ არის თავშეყრა. ვერავის აუკრძალავ, რომ რაღაც უხაროდეს, მაგრამ საგანგებო ვითარებაში ვართ, ფართომასშტაბიანი ეპიდემიის ზღვარზე.

ეპიდემია არის ქვეყანაში და შეიძლება, ეს გადავიდეს ისეთ უმართავ პროცესებში, როგორც იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში და ხედავთ, რა ხდება იქ და კიდევ მრავალ ევროპულ ქვეყანაში, რომლებიც გაცილებით ძლიერები არიან ეკონომიკურად, გაცილებით ძლიერები ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით, ვიდრე საქართველო. ამის რეალური საშიშროებაა ქვეყანაში.

ამიტომ, ვთხოვთ კიდევ ერთხელ ყველას, დავიცვათ ის რეჟიმი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო და ჯანდაცვის სფერო. სოციალური დისტანცირება ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე მძაფრი იარაღია. უნდა გავიჭირვოთ მინიმუმ ორი თვე მაინც, რომ ვიყოთ სახლებში, განსაკუთრებით ხანდაზმულები, ავადმყოფები ქრონიკული დაავადებებით, მაღალი რისკის მქონე ადამიანები. დაიცვას ყველამ კარანტინი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 16. კარანტინის რეჟიმშია - 4534 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 ადამიანი.

დღეს ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დადგენილი არ არის კორონავირუსის სამი შემთხვევის პირველწყარო, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი.

„ამ სამიდან, ერთში დიდი იმედი გვაქვს, რომ გასული ვართ და დავადგენთ, ისიც უკვე იზოლირებულია და შესაბამისად გამოკვლეული, მაგრამ ორი შემთხვევის ნამდვილად არ ვიცით და დიდი ალბათობით ვერც დავადგენთ.

უკვე შემიძლია დავაფიქსირო, რომ ორ შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობით, გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს დაავადება გადაედო ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში.

ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს. თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

სამეგრელო -ზემო სვანეთში გადაუდებელი შემთხვევის გარდა გადაადგილება აიკრძალა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]