weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამეგრელო-ზემო სვანეთში გადაუდებელი შემთხვევის გარდა გადაადგილება აიკრძალა

10:23 კვირა, 29 მარტი 2020

დღეიდან, 29 მარტიდან სამეგრელო -ზემო სვანეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ღონისძიებები გამკაცრდა - გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მუშაობას იწყებენ პოლიციის, სამხედრო ძალებისა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი ჯგუფები. რეგიონში - ქალაქებსა და სოფლებში გადაუდებელი შემთხვევების გარდა გადაადგილება აიკრძალა.

„ყველანაირი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც მოძრაობდა ჩვენს რეგიონში, მთლიანად წყვეტს მოძრაობას. შეიქმნება მობილური ჯგუფები, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან ჯანდაცვის სფეროს, პოლიციისა და სამხედრო ძალის წარმომადგენლებით. ჯგუფები მუშაობას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. მუნიციპალიტეტების შესასვლელ-გასასვლელებთან ბლოკ-პოსტები მოეწყობა.

ყველა ავტომობილი, სადაც 3 პირზე მეტი იქნება, აუცილებლად შეჩერდება. მანქანებში ყველა უნდა იჯდეს პირბადით. ჯგუფები გააკონტროლებენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც არ იცავენ რეკომენდაციებს. გადაუდებელი შემთხვევის გარდა, არავინ უნდა მოძრაობდეს ქალაქსა თუ სოფლად.

ჩვენ ამ ზომებს ვიღებთ იმის გამო, რომ არსებობს მოსალოდნელი რისკები. ჩვენ გვაქვს ერთი დადასტურებული შემთხვევა ზუგდიდში, თუმცა ყოველ წუთს ველოდებით სხვა ახალ შემთხვევებს. ფაქტობრივად იმ ინფორმაციის ფლობა, ვინ არის დაინფიცირებული, სხვას ვის გადასდებს - ამის პროგნოზირება ახლა რთულია. ვირუსთან საბრძოლველად ერთადერთი ძლიერი ინსტრუმენტი, რომ ეპიდემია სწრაფი ტემპით არ გავრცელდეს არის ის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ყველა ის  მოწოდება და რეკომენდაცია დაიცვან, რაც გავეცით. უმთავრესია დარჩნენ სახლში და გადაუდებელი შემთხვევის გარდა არ გამოვიდნენ სახლიდან.

ამავე დროს არ დაგვავიწყდეს, ჩვენ ვართ საოკუპაციო ხაზთან ძალიან ახლოს. სამწუხაროდ, ის ინფორმაცია, რაც ჩვენ იქიდან გვაქვს, არ არის სახარბიელო. მოსალოდნელია ჩვენი თანამოქალაქეების, ვინც აფხაზეთში ცხოვრობს, ჩვენს რეგიონში სამკურნალოდ გადმოსვლა. ყველა მოქალაქეს შესაბამისი დახმარება გაეწევა. ამისათვის მზად უნდა იყოს ინფრასტრუქტურა, ასევე მთლიანად გამართულად უნდა მუშაობდეს ყველა სამსახური“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

რაც შეეხება ზუგდიდში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევას, გუბერნატორის თქმით, აღნიშნული პირი თვითიზოლაციის პირობებში იმყოფებოდა, თუმცა „ჩვენ ვერ დავრჩებით ამის იმედად. ყველა მისი გადაადგილება თურქეთიდან სახლამდე არ იყო უსაფრთხო. ვიკვლევთ ყველა იმ მოქალაქეს, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა. ჩვენ  მაქსიმალურად ვცდილობთ მივიღოთ ყველა ის ზომა, რომ შევანელოთ ეპიდემიის გავრცელება. ეს ზომები არ არის ანალოგიური მარნეულის ვითარებისა. მარნეულში კომენდანტის საათია, პრაქტიკულად დაკეტილია მთლიანად ქალაქი, ჩვენ ამ ზომას არ მივმართავთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმედიანად ვიყოთ, როგორც ეს მოხდა გუშინ, როდესაც გაირკვა, რომ საბედნიეროდ, ოთხ ადამიანს არ დაუდასტურდა ვირუსი - ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, რომ ქალაქში და რაიონში მოძრაობამ მოიმატა“.

საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 16. კარანტინის რეჟიმშია - 4534 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 ადამიანი.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ დადგენილი არ არის კორონავირუსის სულ მცირე ორი შემთხვევის პირველწყარო. „ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს დაავადება გადაედო ვიღაცისგან, რომელიც არ არის იდენტიფიცირებული და ის ინფიცირებული ადამიანი დადის ქვეყანაში. ის უკვე სხვა ასნებოვნებს, სხვას გადასდებს. თვითონ ეს ფაქტია საყურადღებო და საგანგაშო“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

ამ თემაზე:

საშიშროება სერიოზულია, მინიმუმ 2 თვე მაინც სახლებში უნდა ვიყოთ - გამყრელიძე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]