weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კახეთში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის

12:39 სამშაბათი, 31 მარტი 2020

კახეთში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის. ლაბორატორიული კვლევის შედეგად კორონავირუსი არ აღმოაჩნდა გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხიდან თბილისის კლინიკაში გუშინ გადაყვანილ 33 წლის ქალს, რომელზეც ვარაუდობდნენ, რომ შესაძლოა, Covid 19-ით ყოფილიყო ინფიცირებული.

რეგიონში სამი საავადმყოფო განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმზეა გადასული. „ჯეო ჰოსპიტალსის“ საგარეჯოს კლინიკაში, „არქიმედეს“ ლაგოდეხის კლინიკასა და თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში ბოქსირებული პალატები მოაწყეს, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ. განსაკუთრებული მზადების რეჟიმზე იყო გადაყვანილი თელავის რეფერალური საავადმყოფოც, თუმცა კლინიკა დღეიდან მუშაობის ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278. კახეთში 9 საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 684 ადამიანია მოთავსებული.

21 მარტიდან 21 აპრილამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

  • სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით (მათ შორის მეტროთი) გადაადგილება როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს შიგნით, ისე - ქალაქებს შორის.
  • დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით (მათ შორის ტაქსებით) მგზავრობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ 3 ადამიანი, მათ შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი იქნება უკანა სავარძელზე. რეკომენდაციის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
  • მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებულად და უსაფრთხოდ გადაყვანის მიზნით.
  • იკრძალება 3-ზე მეტი პირის თავშეყრა, გარდა სასურსათო მაღაზიებისა და აფთიაქებისა, სადაც სავალდებულოა დაცული იყოს 2 მეტრიანი სოციალური დისტანცია.
  • აკრძალულია 70 წელს ზემოთ მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა ან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში.
  • იმ შემთხვევაში, თუ 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, მათი დახმარების ვალდებულება აქვთ ეკონომიკისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, აგრეთვე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.
  • ყველაზე მნიშვნელოვანი - საგანგებო მდგომარეობის ვადით გამოცხადდა ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე - სატრანსპორტო საშუალებით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე.

 

ამ თემაზე:

კარდენახში დაკრძალვაზე მყოფ ახალგაზრდას კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსით ინფიცირებული ტაქსის მძღოლია - ახალი დეტალები კარდენახის ამბავზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]