weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსით ინფიცირებული ტაქსის მძღოლია - ახალი დეტალები კარდენახის ამბავზე

18:54 სამშაბათი, 31 მარტი 2020

33 წლის მამაკაცი, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში პაპის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და რომელსაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა, ტაქსის მძღოლია. იგი თბილისში ცხოვრობს და იქვე მუშაობდა.

„რეგინფოს“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, რომელიც მისი ოჯახის წევრებმა დაგვიდასტურეს, ახალგაზრდა მამაკაცს ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ტემპერატურა და სხვა სიმპტომები ჰქონდა, რაზეც მკურნალობას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადიოდა, თუმცა კორონავირუსზე შემოწმება 30 მარტამდე არ ჩატარებია, ვიდრე მისი ჯანრთელობის მდგომარეობა არ გართულდა და ინფექციურ საავადმყოფოში არ მოათავსეს.

ახალგაზრდა მამაკაცის პაპა სოფელ კარდენახში 19 მარტს დაკრძალეს. გარდაცვლილის შვილიშვილი თბილისიდან სოფელში 17 მარტს ჩავიდა და ოჯახის წევრებთან, მეზობლებთან და ნათესავებთან ჰქონდა კონტაქტი, მათ შორის დეიდასთან, რომელიც ექიმი-თერაპევტია და ჯეო ჰოსპიტალსის გურჯაანის სამედიცინო ცენტრში მუშაობს. ექიმი თვითიზოლაციაში დღეიდანაა. მანამდე, ის კლინიკაში ჩვეულებრივ აგრძელებდა მუშაობას.

„რეგინფოსთან“ საუბარში ექიმმა თქვა, რომ თვითონაც და მისი დის შვილის ოჯახის წევრებიც ჯანმრთელობას არ უჩივიან, თავს კარგად გრძნობენ და ისინიც თვითიზოლაციაში დღეიდან არიან:

„დღეს გავიგეთ, რომ ჩემს დისშვილს კორონავირუსი აღმოაჩნდა. მანამდე, ექიმის დანიშნულებით მკურნალობდა რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ ამ ვირუსზე შემოწმება არ ჩატარებია. ეუბნებოდნენ, რომ მისი სიმპტომები ტესტირების ჩასატარებლად სავალდებულო მოცემულობას არ მიესადაგებოდა“.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის გურჯაანის რაიონულ ცენტრში დღეს, შუადღეს „რეგინფოს“ უთხრეს, რომ იკვლევენ ყველა კონტაქტს, ვისთანაც ინფიცირებულს ურთიერთობა ჰქონდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა 21 აპრილამდე. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა.

31 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 110 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 21 პაციენტი. კარანტინის რეჟიმშია - 4995 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 278.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]