weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

62 წლის ქალი მარნეულიდან, რომელიც მედიამ დაღუპულად გამოაცხადა, გადარჩა

15:45 ხუთშაბათი, 02 აპრილი 2020

მარნეულიდან, რამდენიმე დღის წინ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, მკვეთრი დადებითი დინამიკის გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს. პაციენტი მკურნალობის გასაგრძელებლად რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაში გადაჰყავთ. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებამდე 62 წლის ქალი „ჯეო ჰოსპიტალსის“ მარნეულის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა ოთხი დღის განმავლობაში. ვიდრე მისი მდგომარეობა კრიტიკული არ გახდა, ქალს კორონავირუსზე შემოწმება არ ჩაუტარეს.

„ჯეო ჰოსპიტალსის“ განცხადებით, პაციენტი მათთან 18 მარტს შევიდა რენტგენოლოგიური კვლევის ჩასატარებლად, კვლევის საფუძველზე დაისვა ორმხრივი პნევმონიისა და სუნთქვის მწვავე უკმარისობის დიაგნოზი. მათივე ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობას გადატანილი დავაადებები ამძიმებდა.

კლინიკის ინფორმაციით, ექიმებმა აღნიშნული კორონავირუსის შესაძლო შემთხვევად მიიჩნიეს და დაავადებათა კონტროლის ცენტრს მაშინვე შეატყობინეს, თუმცა პაციენტს კორონავირუსზე ანალიზი სამი დღის შემდეგ, 21 მარტს აუღეს, რაც მისი მართვით სუნთქვაზე გადაყვანა გახდა საჭირო.

ლუგარის ლაბორატორიის მიერ კორონავირუსის დადასტურების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ვერ მოხერხდა ინფიცირების წყაროს დადგენა, რის გამოც, მთავრობამ, 23 მარტს, ღამით, 00:30 საათზე მარნეულისა და ბოლნისის რაიონები ჩაკეტა და ორივე მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოაცხადა. ყველა შესასვლელ-გამოსასვლელს პოლიცია და ჯარი აკონტროლებს. ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ განაცხადა, რომ ინფიცირებულ ქალთან სავარაუდო კონტაქტში მყოფი ადამიანების რაოდენობა 1700-ს აღწევდა.

იმავე ღამით, რამდენიმე საინფორმაციო გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილი ქალი გარდაიცვალა, ერთ-ერთი სატელევიზიო გადაცემის წამყვანმა კი თქვა, რომ სამწუხაროდ, საქართველოში კორონავირუსის პირველი მსხვერპლი იქნებოდა.

საქართველოში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის გადაწყვეტილებით, 31 მარტის დილის 8 საათიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა, რის შემდეგაც აკრძალვები დაწესდა. 2 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 26 პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 5 550 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]