weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი იკეტება

17:32 სამშაბათი, 14 აპრილი 2020

15 აპრილის, 21:00 საათიდან ოთხ დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა, შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით. ასევე, მთავრობა მიმართავს პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობა მთელი საქართველოს მასშტაბით 10 მაისამდე გაგრძელდეს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც გეოგრაფიული გავრცელების, ისე მისი სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ Covid-19 არის გლობალური გამოწვევა. ეს არის უმძიმესი კრიზისი, როგორც თითოეული მოქალაქისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტებისთვის და, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის. დღეს, ჩვენ, სამწუხაროდ, შეგვიძლია მოვახდინოთ ფაქტის კონსტატირება, რომ

გვაქვს პირველი შემთხვევა, როდესაც ერთი დღის განმავლობაში გვყავს 30 ინფიცირებული ადამიანი. დღეის მდგომარეობით, კვლევა მიმდინარეობს დაახლოებით 500 ადამიანზე და, ფაქტობრივად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვეყანაში სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზე გადავედით.

კარანტინის ის მძიმე ზომები, რომლებიც თითქმის ყოველკვირეულად ახლა ქვეყანაში მატულობს ამ ფაქტს ადასტურებს. ამასთან ერთად, უნდა მოვახდინოთ იმ ფაქტის კონსტატირებაც, რომ დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მადლობა უნდა ვუთხრათ ჩვენს ეპიდემიოლოგებს, მეცნიერებსა და ექიმებს, ზუსტად ვერავინ გვეუბნება, როდის იქნება კრიზისის და გავრცელების პიკი. ეს არ ხდება მხოლოდ საქართველოში, ეს არის გლობალური გამოწვევა. დღეს შეუძლებელია ზუსტი პროგნოზი, როდის იქნება გავრცელების პიკი. რა თქმა უნდა, გაურკვევლობის ამ ზონაში, მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს კიდევ უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა,“- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილამდეა გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

14 აპრილის 18:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 296 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 69 პაციენტი; გარდაცვლილია 3 ადამიანი; კარანტინის რეჟიმშია 4856 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 458 პირი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

 

მსხვილ ქალაქებში შეიძლება სასაფლაოების დახურვა მოგვიწიოს - გახარია

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]