მუნიციპალიტეტების მერიების განცხადებით, გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით უნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს 3 პირი)
მუნიციპალიტეტებში მუშაობს ცხელი ხაზი:
- გურჯაანი - 0 353 220 004 ან 599 852200;
- თელავი - 574 179623 ან 597 926016
- ახმეტა - 599 857955
- ყვარელი - 577 001343
- დედოფლისწყარო - 595 361235
- ლაგოდეხი - 595 534633
- საგარეჯო - 599 801744
- სიღნაღი - 551 103999
დილით და საღამოს მანქანით გადაადგილება კიდევ რამდენიმე რაიონში დაუშვეს
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს შეზღუდვა სულ მცირე 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა.
22 აპრილის 11:00 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 411 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 98, გარდაცვლილია - 5, კარანტინის რეჟიმშია - 5160 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 579 პაციენტი.