weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დილით და საღამოს მანქანით გადაადგილება კიდევ რამდენიმე რაიონში დაუშვეს

15:40 ოთხშაბათი, 22 აპრილი 2020

სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესრულებისთვის მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილება დილის 6-დან 8-მდე და საღამოს 6-დან 7 საათამდე, კახეთის გარდა, კიდევ რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეუძლიათ. მესტიის, გორისა და კასპის მერიებმა უკვე გამოაქვეყნეს შესაბამისი განცხადებები.

გადაადგილების დროს დაცული უნდა იყოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი, მსუბუქი ავტომობილით მგზავრთა გადაადგილების უსაფრთხოების წესები (ავტომობილში პირბადეებით უნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს 3 პირი).

საშვებისთვის უნდა დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე:

  • მესტია - 595 089530
  • კასპი - 0 371 222448
  • გორი - 577 500912

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველოს პრემიერმა მიმართეს პრეზიდენტს და პრეზიდენტმა უკვე წარადგინა პარლამენტში, რომ ერთი თვით გახანგრძლივდეს საგანგებო მდგომარება, ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვაპირებთ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ და იმის გათვალისწინებით, რომ გვექნება პოზიტიური და დადებითი დინამიკა, შევამსუბუქოთ შეზუდვები და მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება და ჩვენი ეკონომიკური აქტივობებიც დაუბრუნდეს ჩვეულ რიტმს.

თქვენ იცით, რომ ავტომობილებით გადაადგილება შეზღუდულია ამ კვირის ბოლომდე, თუმცა მიღებულია გადაწყვეტილება, იმისათვის, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს არ შეექმნათ პრობლემა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების თვალსაზრისით მუნიციპალიტეტებში, მათ ექნებათ საშუალება, რომ დილის საათებში გადადგილდნენ თავიანთ სამუშაოებზე და საღამოს დაბრუნდნენ.

მათ დილის 6 საათიდან 8 საათამდე შეეძლებათ გადაადგილდნენ შესაბამის ადგილებში და 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დაბრუნდნენ სახლებში. ეს გულისხმობს ავტომობილებით გადაადგილებას. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია საკოორდინაციო საბჭოს მიერ და ამ გადაწყვეტლების უშუალო აღსრულება და ამ გადაწყვეტილებისთვის საშვების უშუალო უზრუნველყოფა არის თითოეულ მუნიციპალიტეტსა და რეგიონულ საკოორდინაციო საბჭოებზე“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 21 აპრილის ჩათვლით იყო გამოცხადებული. 31 მარტიდან საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა და საღამოს 9-დან დილის 6-მდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, 21 აპრილის ჩათვლით, სრულად აიკრძალა მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ეს შეზღუდვა სულ მცირე 26 აპრილის ჩათვლით გაგრძელდა, საგანგებო მდგომარეობა კი 22 მაისამდე გახანგრძლივდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]