weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს პატიმრობა შეეფარდა

20:29 ოთხშაბათი, 29 აპრილი 2020

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, 33 წლის კობა კობაიძეს (იგივე დავით აქიაშვილს) გორის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

მონასტრის წინამძღვარს ბრალი ედება სასულიერო პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, 2020 წლის 20 აპრილს, გორის რაიონის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საღამოს საათებში, კობა კობაიძემ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, რამდენიმე გასროლა განახორციელა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვრის საბა ჟღენტის მიმართულებით. საბა ჟღენტი ავტომობილით მოძრაობდა. მან შემთხვევის ადგილიდან გარიდება შეძლო.

სამართალდამცველებმა კობა კობაიძე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აპრილს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ყინწვისის მონასტრის წინამძღვრებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე მედიამ არაერთი რეპორტაჟი მოამზადა.

კობა კობაიძისთვის წაყენებული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]