როგორც „რეგინფოს“ ახმეტის მერის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილმა უთხრა, შემთხვევა დაახლოებით 17:00 საათზე მოხდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველები 5 ჯგუფია მობილიზებული კახეთიდან და თბილისიდან. შემთხვევის ადგილას სატელეფონო კავშირი არ არის.
თუშეთის გზის მოვლა-პატრონობა ტენდერში გამარჯვებულ კომპანია - „ენერჯი გრუპს“ ევალება. „თუშეთის ავტოგზა“ მისი ქვეკონტრაქტორია.
თუშეთის გზაზე ზვავში მოყოლილი მამაკაცის ცხედარი იპოვეს