weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღსადგენად - პრემიერ-მინისტრი

16:06 ორშაბათი, 25 მაისი 2020

საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენის საკითხზე პრემიერმა უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება აცნობიერებს მოქმედი შეზღუდვებით, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შეჩერებით, მოსახლებისთვის შექმნილ სირთულეებს, თუმცა განმარტავს, რომ ეს ნაბიჯები მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის საფრთხის არიდებას და კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით მიღწეული პოზიტიური შედეგების შენარჩუნებას ემსახურება. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის უსაფრთხოდ და შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში აღსადგენად.

საბჭოს წევრებმა სხდომაზე განიხილეს საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, მთავრობის დადგენილებით შენარჩუნებული რიგი შეზღუდვები და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად მათი ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობები.

საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ქვეყანაში 23 მაისიდან გაუქმდა, მოიხსნა გარკვეული შეზღუდვებიც, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვათა ნაწილი ძალაში დარჩა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით და რკინიგზით მგზავრთა გადაყვანის აკრძალვაც.

კვლავ ძალაში რჩება მკაცრი საკარანტინო რეჟიმი თეთრიწყაროსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში - მუშევანსა და გეტაში.

25 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 731 დადასტურებული შემთხვევაა. 526 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე, კარანტინში იმყოფება 3 076 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 300.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]