weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საპატრიარქო ბაკურიანში, მიტარბსა და ყვიბისში მიწის ნაკვეთების დაკანონებას ითხოვს

15:07 ხუთშაბათი, 28 მაისი 2020

საპატრიარქო ბორჯომის მუნიციპალიტეტში ოთხი მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას ითხოვს. მათი საერთო ფართობი სამ ჰექტარზე მეტია. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ საპატრიარქომ მოთხოვნა საჯარო რეესტრის სააგენტოს ტყის კოდექსის დამტკიცებამდე გაუგზავნა.

როგორც „სამხრეთის კარიბჭე“ იუწყება, საპატრიარქომ საჯარო რეესტრს ორჯერ მიმართა საფელ მიტარბში 12 921 კვ.მ ტერიტორიის და ბაკურიანში რეკრეაციულ ზონასთან მდებარე 2 525 კვ. მ ნაკვეთის დასაკანონებლად. ორივე შემთხვევაში, პირველად განაცხადებზე არასრული დოკუმენტაციის გამო სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, თუმცა საპატრიარქომ რეესტრს ხელახლა მიმართა, რასაც უწყება ამ დრომდე განიხილავს.

საპატრიარქო კიდევ ერთი ტყიანი ნაკვეთის დამტკიცებას ითხოვს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყვიბისთან. ამ შემთხვევაში, საჯარო რეესტრს უკვე არსებული 11 116 კვ. მ ტერიტორიის, 13 115 კვ.მ–დე გაფართოების მოთხოვნით მიმართეს.

სამივე განაცხადი საპატრიარქომ რეესტრს ტყის ახალი კოდექსის დამტკიცებამდე წარუდგინა. კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ეკლესია-მონასტრებს მათ გარშემო მიმდებარე 20 ჰექტრამდე ტყის მასივის ყიდვა და დარეგისტრირება შეუძლიათ.

„რეგინფომ“ საკითხის დაზუსტება საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელთან სცადა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეს ამბობს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოთხოვნილ ნაკვეთებთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას არ ფლობს და რადგან განმცხადებელი ადგილობრივი ეპარქიაა, საპატრიარქოს სახელით ამ საკითხზე ეპარქიის წარმომადგენელი ისაუბრებს.

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის ეპისკოპოსი ლაზარემ (სამადბეგიშვილი)  არც „სამხრეთის კარიბჭის“ და არც „რეგინფოს“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]