weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„თუ შეიძლება, რომ ტყე შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება ეკლესიას ჰქონდეს“

15:29 ხუთშაბათი, 28 მაისი 2020

„თუ შეიძლება, რომ ვიღაცას, უცხოეთიდან ჩამოსულს, შაჰ აბასის შვილთაშვილებს მიყიდოთ, რატომ არ შეიძლება, რომ ეკლესიას ჰქონდეს და როცა დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ ხოლმე ყოველთვის, სახელმწიფოს დავუბრუნოთ“, - ასე უპასუხა ბოდბის მთავარეპისკოპოსმა იაკობმა საზოგადოების მხრიდან ტყის კოდექსთან დაკავშირებულ კრიტიკას. 

ეპისკოპოსმა სხვა ქსენოფობიური განცხადებებიც გააკეთა, - „ერთ რამეს გეტყვით, როდესაც ჩინელებს 49 წლით გადასცეს, პროტესტის გრძნობა გქონდათ რამე? ვინც მოესწარით, ჩინელებმა რომ გაჩეხეს ტყეები. რა მოიგო საქართველომ? ვიღაც ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა. შევარდნაძის დროს მხედრიონი და პოლიცია კურირებდა ხე ტყეს, სააკაშვილის დროს მერაბიშვილი, პასუხი ვისთვისაც გაქვთ მოსათხოვი, იმათ მოსთხოვეთ. ეკლესიამ ვის რა მისცა, ან მიყიდა თავისი?“

მღვდელმთავარმა მედიასთან ამაღლების დღესასწაულზე, ბოდბეში ისაუბრა.

„ამდენი ხანია ეკლესიის გინებაში ხართ. ჯერ ციანიდზე გიხაროდათ, რა გიხაროდათ გაუგებარია. ოღონდ ჩვენი მხარე არ დაიჭიროთ და ჯალალედინი რომ მოვიდეს და ანგრევდეს ეკლესიას, ჩვენ ვიქნებით ცუდი და ჯალალედინი გამოვა კარგი."

„ან ტყეებზე რო ატყდა ერთი ამბავი, მერაბიშვილი რომ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, მესხეთ-ჯავახეთში ტყე დატოვა? ბორჯომში ჩადით და აბა, მანახეთ, თუ არის დარჩენილი ის პირველადი ტყეები. ბორჯომში ფიჭვი და ნაძვი არ დატოვეს. მარტო რუსებმა გააფუჭეს რო დაწვეს? უარესი აოხრება მაგან გააკეთა პირადად, მაგი ლობირებდა, ყველაფერი გინდათ მალაპარაკოთ?“

კითხვაზე, რამდენად სჭირდება ეკლესიას ტყე, როცა ისედაც საკმაოდ დიდ ქონებას და ტერიტორიას ფლობს, ეპისკოპოსმა ასე უპასუხა, -  „მისმინეთ, მიიღეს ტყის კანონი და იმ კანონში არის ეკლესიაზე მუხლი. რა პრობლემას გიქმნით? ამიხსენით, საზღვარგარეთ რომ ეს კანონი მიეღოთ, ამერიკაში ან ევროკავშირის ქვეყნებში, ასეთ შეკითხვას რომ დაუსვამდით, ვინმე პასუხის ღირსად გაგხდიდათ? კანონი კანონია და თუ არ მოგწონთ, ვინც მიიღო, იმას მოკითხეთ. და თუ იმას ამბობთ, რომ ეკლესია რამეს აფუჭებს, შეხედეთ, აქ რა იყო, ძველი სურათი შემიძლია გაჩვენოთ და ახლა წალკოტია“.

ეპისკოპოსს ჟურნალისტებმა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის განცხადებებზეც ჰკითხეს. რამდენიმე დღის წინ მეუფე ანტონმა განაცხადა, რომ ეკლესიის მოწინააღმდეგენი ევროპული დაფინანსებით სულდგმულობენ და ხომ არ არის დრო, რომ ევროატლანტიკურ არჩევანს გადავხედოთ. ბოდბელი ეპისკოპოსის თქმით, მეუფე ანტონს არ დაუყენებია ეჭვქვეშ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი, არამედ ის, როგორც სხვა საეკლესიო პირები, შეშფოთებულია ეკლესიაზე შეტევით.

„აღდგომაზე გული გაუსკდა ხალხს რომ კლასტერი არ გაჩნდა ეკლესიის. ძალიან ხომ უნდოდათ ვიღაცებს, უნდოდათ პოლიტიკოსებსაც, ჭკუას გვასწავლიდნენ, თვითონ ისწავლონ ჭკუა. საზღვარგარეთ რა წონაც აქვთ, ვიცი და ჭკვიანად იყვნენ. მე რომ რაც ეკუთვნით, ისე მოვექცე, რომ ვთქვათ, როგორ იქცევიან, რას აკეთებენ რომ ეკლესია ცუდად გამოაჩინონ, გამოვა, რომ პოლიტიკოსების ნაწილი დაზიანდება, ხალხი სხვანაირად შეხედავს,“, - შეკითხვაზე, კონკრეტულად ვის გულისხმობს პოლიტიკოსებში, ეპისკოპოსმა დააზუსტა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებს და იქვე დასძინა, რომ ეს არა მუქარა, არამედ გაფრთხილებაა. - „თუ გონს არ მოეგებიან, ჩემგან მიიღებენ საპასუხოს, საზღვარგარეთაც და აქაც“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]