weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოქალაქე, რომელმაც ვარკეთილში უმისამართოდ ისროლა, პოლიციას ჩაბარდა

17:03 პარასკევი, 05 ივნისი 2020

ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე სპეცოპერაცის ჩატარება საჭირო აღარ გახდა. შეიარაღებული მოქალაქე, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში ბინაში იყო ჩაკეტილი, პოლიციას ჩაბარდა.

დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე, შუამთის ქუჩაზე სროლის ხმა გაისმა. პოლიციის ინფორმაციით, იარაღიდან უმისამართოდ ისროლა ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრებმა მოქალაქემ და შემდეგ ბინაში ჩაიკეტა. რამდენიმე საათის განმავლობაში კორპუსთან მობილიზებული იყო სპეცრაზმი. სამართალდამცველები, 45 წლის კაცთან, ჩაბარების მიზნით, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ.

 “მამაკაცი იმყოფება ნასვამ მდგომარეობაში, ჩვენ რამდენიმე საათი ვაწარმოებდით მასთან მოლაპარაკებას, რის შემდეგაც მან მიიღო  გადაწყვეტილება და უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ საცხოვრებელი სახლიდან. ამ ეტაპისთვის არავის საფრთხე არ ემუქრება, არავინ არ დაშავებულა,“ - უთხრა ჟურნალისტებს საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ.

45 წლამდე მოქალაქე, რომელმაც სავარაუდოდ, შვილებთან კონფლიქტის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა, ბინაში რამდენიმე საათი მარტო იყო ჩაკეტილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]