weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა – იმნაძე

13:46 ორშაბათი, 08 ივნისი 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ბოლო დღეებში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების სიმცირე დამშვიდების საფუძველი არ არის.

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყო. რა თქმა უნდა, ის, რომ მხოლოდ თითოოროლა შემთხვევა ვლინდება ბოლო დღეებში, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან „კორონა“, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი. პირველ რიგში, ეს ეხება ნიღბების ტარებას და მაქსიმალურად ფიზიკური დისტანცირების დაცვას“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა დღეს ერთით გაიზარდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, დღემდე საქართველოში კორონავირუსის 810 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 683 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2915 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 237 პაციენტი რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]