ვებ-გვერდ Stopcov.ge-ის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევათა რიცხვი 828-ია. მათგან გამოჯანმრთელებულია - 694 ადამიანი, ხოლო 13 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3230 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 285 პაციენტია.
გუშინ კორონავირუსი 9 ადამიანს დაუდასტურდა. დღის ბოლოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 5 ახალი ინფიცირების პირველწყაროს დადგენას ვერ ახერხებდნენ.