უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, დაინფიცირებულთან სამსახურეობრივი კონტაქტის რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მათ უტარდებათ PCR ტესტირება და გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. ამ ეტაპზე, გავრცელების წყარო უნივერსიტეტის თანამშრომელთა შორის არ დადასტურდა.
„აღსანიშნავია, რომ თსუ-ში სტუდენტები 23 მარტიდან ონლაინ რეჟიმში გადიან სასწავლო პროცესს და ლექციები ტარდება მხოლოდ დისტანციურ ფორმატში. ასევე, დისტანციურ რეჟიმში მუშაობს ადმინისტრაციული პერსონალი, გამონაკლისი შემთხვევების გარდა როდესაც რამდენიმე თანამშრომელს დროის მცირე მონაკვეთით უწევს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება. შესაბამისად, ამასთან, თსუ სრულად არის უზრუნველყოფილი ვირუსის გავრცელებისა და გადადებისგან დამცავი ყველა საჭირო აღჭურვილობით,“ - ნათქვამია უნივერსიტეტის განცხადებაში.
მათივე ცნობით, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაო და პრაქტიკული სამუშაოებისთვის განკუთვნილი სივრცეების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება, შენობაში შესვლისას კი თერმოსკრინინგი ტარდება.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით 831 ადამიანია ინფიცირებული. დღეს ცნობილი გახდა, რომ ვირუსი დაუდასტურდა თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ოთხ თანამშრომელს.