weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

აქტივისტმა, რომელიც აჭარა TV-ის დირექტორის იმპიჩმენტს ითხოვდა, შიმშილობა შეწყვიტა

15:40 პარასკევი, 12 ივნისი 2020

საზოგადოებრივი მოძრაობა „მე მიყვარს ბათუმის“ წევრმა, ალექსანდრე მილორავამ, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორის იმპიჩმენტის მოთხოვნით შიმშილობდა, პროტესტის მე-15 დღეს შიმშილობა შეწყვიტა. როგორც მან განაცხადა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს დათხოვნის საკითხი დაიძრა.  

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩემთვის უმნიშვნელოვანესია აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში შეწყდეს პოლიტიკური პროცესები და დასრულდეს ხელისუფლების მიერ კონტროლი, ვწყვეტ შიმშილობას და ვაძლევ ბორდს შესაძლებლობას იმოქმედოს თავისუფლად, მიიღოს ლეგიტიმური გადაწყვეტილება და გიორგი კოხრეიძე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს პასუხისმგებლობა დადგება უმაღლეს საბჭოში და ბრძოლა იქ გაგრძელდება“, – განაცხადა მილორავამ აჭარის ტელევიზიის ეთერში.

ალექსანდრე მილორავამ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, გადაყენების მოთხოვნით, 15 დღის წინ, ტელევიზასთან გაშლილ კარავში დაიწყო. გარდა ამისა, მისი მოთხოვნა იყო თანამდებობაზე კოხრეიძის მოსვლის შემდეგ გათავისუფლებული ჟურნალისტების ძველ პოზიციებზე დაბრუნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად გიორგი კოხრეიძე 2019 წლის ნოემბერში აირჩიეს. მის სახელს უკავშირდება ტელევიზიიდან რამდენიმე თანამშრომლის გათავისუფლება, რის გამოც კოხრეიძის წინააღმდეგ სასამართლოში 9 სარჩელია შესული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]