weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანში ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა

09:20 ორშაბათი, 15 ივნისი 2020

გურჯაანში, ე.წ. კოტეხის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე ქალი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ქალი ცენტრალური საავტომობილო გზის გადაკვეთას ცდილობდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მისვლამდე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ინფორმაციით, 2020 წლის პირველ კვარტალში სულ 1236 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც დაიღუპა 134, ხოლო დაშავდა 1610 ადამიანი. 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით, წელს დაღუპულთა რიცხვი 15,5%-ით გაიზარდა, ხოლო საგზაო შემთხვევების რაოდენობა 5%-ით, დაშავებულთა რიცხვი კი შემცირდა 9,5%-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]