weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვლაქერნობა ზუგდიდში უქმე დღედ უნდა გამოცხადდეს – მაჟორიტარი დეპუტატი

16:25 პარასკევი, 19 ივნისი 2020

„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, მერაბ ქვარაია გამოდის ინიციატივით, რომ ვლაქერნობის სახალხო დღესასწაული ზუგდიდის მუნიციპალიტეტში უქმედ დღედ გამოცხადდეს. ამის შესახებ მან პარლამენტში, შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ქვარაიას თქმით, კანონით შესაძლებელი იქნება კონკრეტული დღე მუნიციპალიტეტის დონეზე უქმედ გამოცხადდეს.

„ვლაქერნობის დღესასწაული ყოველ წელს ხდება საერთო სახალხო დღესასწაული. სხვა მუნიციპალიტეტებშიც არის ანალოგიური დღესასწაული, რომელიც თუნდაც მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა იყოს დასვენების დღე, ჩემი და ჩვენი აზრით. ძალიან კარგია, რომ ეს შესაძლებლობა უკვე ეძლევა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, რა თქმა უნდა, მთავრობასთან შეთანხმებით და მთავრობის გადაწყვეტილებით“, – განაცხადა მერაბ ქვარაიამ.

შრომის კოდექსში შესატანი ცვლილებები დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა წარადგინა, მისი თქმით, საქართველოს მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, არსებობს ძალიან ბევრი ისეთი დღესასწაული, რომელსაც შეიძლება თავისი ეთნიკურობით ან რელიგიური მნიშვნელობა ჰქონდეს და დაემთხვას სამუშაო დღეს.

„იმისთვის, რომ არ გადავტვირთოთ ჩვენი შრომის კოდექსი ისედაც ძალიან ბევრი დასვენების დღეებით, მთავრობას ექნება შესაძლებლობა, ცალკეული რეგიონისთვის, ან თუნდაც ქვეყნის მასშტაბით, დამატებით გამოაცხადოს დასვენების დღე და ზოგიერთ შემთხვევაში, თუ ამის აუცილებლობაა, ჩაანაცვლოს სტანდარტული დასვენების დღე, ვთქვათ, შაბათი ან კვირა და ის გახდეს სამუშაო დრო. მაგალითად, მუსლიმი თემისთვის შესაძლებელი ინება დასვენების დღედ გამოცხადდეს მათი დღესასწაული, ან სხვა რეგიონის თუ რაიონისთვის დამახასიათებელი დღესასწაულები“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

გასულ წელს, ვლაქერნობის უქმე დღედ გამოცხადების თხოვნით, ხელისუფლებას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ მიმართა.

ვლაქერნობის დღესასწაულის აღნიშვნა ზუგდიდში 1990 წლიდან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით აღდგა. 15 ივლისს ღვთისმშობლის კვართი დადიანების ისტორიული სასახლიდან ტაძარში გადააქვთ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]