weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ქალს COVID-19 დაუდასტურდა

14:00 სამშაბათი, 23 ივნისი 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 63 წლის ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა. მან თელავის რეფერალურ საავადმყოფოს მაღლი ტემპერატურით გუშინ საღამოს მიმართა, რის შემდეგაც PCR ტესტი ჩაუტარდა და ვირუსი დაუდგინდა. პაციენტი თელავიდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ქალის ინფიცირების წყარო დაუდგენელია. ცნობილია, რომ ის თბილისში, ერთერთ ბაზრობაზე მუშაობდა.

დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ საქართველოში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა. აქედან ორი პაციენტი სომხეთიდან დაბრუნებული სტუდენტია. მათ კორონავირუსი საკარანტინო ზონაში დაუდასტურდათ. მესამე ინფიცირებული კი, როგორც გაირკვა, ყარაჯალაში მყოფი ქალია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]