weather cur horoscope tv
ივლისი 09, 2020

ქუთაისის უნივერსიტეტი წლის ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება – გახარია

15:41 პარასკევი, 26 ივნისი 2020 hits 452

„2020 წლის ერთერთი ყველაზე დიდი მიღწევა იქნება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი. ეს უნდა იყოს უმაღლესი განათლების ახალი სტანდარტის დაწესება ქვეყანაში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, ეს უნდა იყოს საუნივერსიტეტო ცხოვრების ის ქალაქი, სადაც საერთაშორისო დონეზე კონკურენტუნარიანი სტუდენტები უნდა სწავლობდნენ.

„ამ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მათ მარტივად და თავისუფლად უნდა შეეძლოთ გლობალურ კონკურენციაში მონაწილეობის მიღება. ეს არის უმნიშვნელოვანესი, სტანდარტის დამაწესებელი პროექტი, რომელმაც უფრო და უფრო მეტი მიმართულება უნდა მოიცვას“ – განაცხადა გიორგი გახარია დღეს, პარლამენტში გამოსვლისას.

2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ქუთაისში საუნივერსიტეტო ქალაქის აშენებას აპირებდა. ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას საფუძველი 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე სამი კვირით ადრე ჩაეყარა. როგორც მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქი 140 ჰექტარზე გაშენდება და „ქვეყანას ყველა იმ დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით უზრუნველყოფს, რაც ესაჭიროება საქართველოს ეკონომიკას სწრაფი განვითარებისთვის“. 

უნივერსიტეტს სტუდენტთა პირველი ნაკადი 2019 წლის სექტემბერში უნდა მიეღო, რაც ასე არ მოხდა. 2019 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ სასწავლო პროცესი 2020 წლის სექტემბერში დაიწყება. მისივე განცხადებით, მშენებლობას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს, თუმცა ის დარჩება მხოლოდ კერძო დამფინანსებლად და არა საუნივერსიტეტო კომპლექსის მესაკუთრედ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]