კლინიკის ხელმძღვანელის, გელა ორველაშვილის განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში 28 და 30 წლის მამაკაცები მიიყვანა. იმ დროისთვის ერთი უკვე გარდაცვლილი იყო.
დაპირისპირება ჩუმლაყში, მთავარ საავტომობილო გზასთან, 28 ივნისს, გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები. კონფლიქტის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ამ თემაზე:
ჩუმლაყში დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა