ეზუგბაიას თქმით, ორივე ახალი შემთხვევა შემოტანილია.
29 ივნისის დილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში COVID-19-ის 926 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 791 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა. მარინა ეზუგბაიას ცნობით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 120 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსით საქართველოში 15 ადამიანია გარდაცვლილი. გარდაცვალების ბოლო შემთხვევა 28 ივნისს დაფიქსირდა.