weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიაში მთავარი პროდიუსერი იქნება

22:52 ორშაბათი, 29 ივნისი 2020

ჟურნალისტი აკაკი გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების მთავარი პროდიუსერი იქნება. მუშაობას ის პირველი ივლისიდან დაიწყებს.

გოგიჩაიშვილის განცხადებით, აჭარის ტელევიზიაში მუშაობა მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ვახო ხუზმიაშვილმა შესთავაზა, რომელთან ერთადაც ტელეკომპანია „იბერიაზე“ მუშაობდა.

გოგიჩაიშვილი აჭარის ტელევიზიაში ფირუზ ბოლქვაძეს შეცვლის. ბოლქვაძის მთავარი პროდიუსერობის ოთხთვიან პერიოდს უკავშირდება ის ფაქტი, რომ 15 ივნისს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას შესაძლო მკვლელობის მომზადების საქმე, ტელეკომპანია „იმედის“ მსგავსად, არც აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში გააშუქეს.

აჭარის ტელევიზიაშია დასაქმებული აკაკი გოგოჩაიშვლის მეუღლე ნინო ხაჟომია, რომელიც მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ 2020 წლის 24 თებერვალს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად, მაია მერკვილაძის ადგილზე, დაინიშნა. ხაჟომიას დანიშვნასა და მერკვილაძის გათავისუფლებას ჟურნალისტების უკმაყოფილება მოჰყვა. 4 დღეში ხაჟომიამ თანამდებობა საკუთარი განცხადებით დატოვა. დაახლოებით თვენახევარში ის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის ვებ-რედაქტორად დაბრუნდა, რასაც წინ უძღოდა ამ თანამდებობიდან სოფო ჟღენტის ჩამოშორება. როგორც მაია მერკვილაძემ, ისე სოფო ჟღენტმა მაუწყებლის დირექტორის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრეს.

აკაკი გოგოჩაიშვილმა 20-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2018 წლის დასაწყისში დატოვა ტელეკომპანია „რუსთავი 2“.  არხზე ის სხვადასხვა დროს იყო გადაცემების „60 წუთი“, „ბიზნესკურიერი“ და „კვირის გამოძიება“ ავტორი და წამყვანი. „რუსთავი 2“-დან წასვლის შემდეგ გოგიჩაიშვილმა მუშაობა გააგრძელა ტელეკომპანია „იბერიაზე“, რომელმაც მაუწყებლობა 2018 წლის ოქტომბერში შეწყვიტა. ამის შემდეგ აკაკი გოგოჩაიშვილი სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით კი კომპანია „ჯორჯიან მარგანეზის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]