მოქალაქეების ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ იცავდა. ადვოკატმა ლექსო მერებაშვილმა Qartli.ge-სთან განაცხადა, რომ სამართალდამცველების მხრიდან საჯარიმო ქვითრები უსაფუძვლოდ დაიწერა.
„პოლიციამ ჩათვალა, რომ ეს შვიდივე ადამიანი ერთად იდგა. სინამდვილეში ცალ-ცალკე იდგნენ: 3 მოშორებით, 3 ადამიანი მაღაზიასთან და ერთიც ცალკე. ეს ადგილი მოედანივითაა და დისტანცია აბსოლუტურად დაცული იყო. მოსამართლემ, მტკიცებულებების არარსებობის გამო, ჯარიმის ქვითარი გააუქმა. საქმეში მხოლოდ პოლიციელთა ჩვენებებია წარდგენილი“, – განაცხადა ადვოკატმა.
კორონავირუსის პანდემიის გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომლის ფარგლებშიც (გარკვეული გამონაკლისების გარდა) საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალული იყო.