weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ – გახარია

12:37 პარასკევი, 03 ივლისი 2020

„სახმელეთო საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით ჯერ ჩვენ ნაჩქარევ ნაბიჯებს ვერ და არ გადავდგამთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიას თქმით, სახმელეთო საზღვარზე მიმოსვლა, რაც დაკავშირებულია ტვირთების გადაზიდვასთან, ყველანაირი შეფერხების გარეშე ხდება.

„უაღრესად დიდ კომფორტს ვუქმნით საერთაშორისო კომპანიებს, გადამზიდავ კომპანიებს. ვაკონტროლებთ თითოეული სატვირთო მანქანის მძღოლის ჯანმრთელობას სრული 72-საათიანი ციკლის განმავლობაში, როდესაც მათ უწევთ ქვეყანაში ყოფნა. კონტროლი საკმაოდ ეფექტურია, მაგრამ სახმელეთო საზღვრების ფართოდ გახსნას ჯერ არ ვგეგმავთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

თურქეთთან საზღვრის გახსნას თვეზე მეტია ითხოვენ მოქალაქეები, რომლებიც COVID-19-ის პანდემიის დაწყებამდე თურქეთში რამდენიმე თვე მუშაობდნენ ან ყოველ დღე გადადიოდნენ. ამ მოთხოვნით მორიგი აქცია პირველ ივლისს, სარფის საკონტროლო გამშვებ პუნქტთან გაიმართა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]