მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდ Stopcov.ge-ზე დღეს განახლებული მონაცმების თანახმად, COVID-19-ით 951 ადამიანია ინფიცირებული, ხოლო 828 გამოჯანმრთელებული. გუშინ დილით ეს მაჩვენებლები შესაბამისად – 946 და 825 იყო.
პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3828 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 192.