weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ახალგაზრდა გაათავისუფლეს

22:50 ორშაბათი, 06 ივლისი 2020

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელთა მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყესთან ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდა გათავისუფლებულია და საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს, რომ 21 წლის ტატო ზარქუა დღეს გაათავისუფლეს. 

უკანონოდ დაკავების შესახებ 4 ივლისს გახდა ცნობილი. რადიო „ათინათთან“ ოჯახმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა 3 ივლისს მდინარე ენგურის ნაპირზე იყო ჩასული, რის შემდეგაც მასთან კავშირი დაიკარდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებოდა. 

საქართველოს სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და აამოქმედეს ცხელი ხაზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]