weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს მთავრობა სახმელეთო საზღვრებს ჯერ არ ხსნის

12:00 ოთხშაბათი, 08 ივლისი 2020

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი რეგულაციები შენარჩუნდება. თურქეთში ყოველდღიურ და სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები თვეზე მეტია აჭარაში პერიოდულად აქციებს მართავენ და სახმელეთო საზღვრის გახსნას ითხოვენ.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ევროკავშირის იმ ქვეყნებიდან, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეებს უპირობოდ გაუხსნეს საზღვარი, საქართველო საზღვრებს ასევე უპირობოდ გახსნის შემდეგ 5 ქვეყანასთან: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ ქვეყნების მოქალაქეებს/რეზიდენტებს ყველა სახის ვიზიტით საქართველოში ჩამოსვლა მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით შეეძლებათ.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნებთან, რომლებმაც ასევე უპირობოდ გახსნეს საზღვრები საქართველოსთვის, პროცედურებთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ დანარჩენ სახელმწიფოებს - ქვეყნებთან მიმართებით, რომლებმაც საქართველოსთვის არ გახსნეს საზღვარი, საქართველოს მხრიდანაც ნარჩუნდება დღეს არსებული რეჟიმი. ხოლო იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ან დაუწესეს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეეძლებათ 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი მიზნით ვიზიტის შემდგომ, სამშობლოში დაბრუნებისას სავალდებულო 14-დღიან კარანტინი უნდა გაიარონ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]