weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თეთრპერანგიანი მამაკაცი მე ვარ, ამირხანაშვილს არ ვიცნობ, დარეკვა მთხოვა – ლურსმანაშვილი

11:52 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვის შემდეგ ლაშა ლურსამანაშვილმა განაცხადა, რომ ის არის ის თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც 19 ივნისს, გვიან ღამით, დიდუბეში თეთრი მიკროავტობუსიდან ჩამოვიდა და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მთავარ მოწმეს, გურამ (გური) ამირხანაშვილს ელაპარაკა.

ლაშა ლურსმანაშვილი, რომელიც ხაშურიდანაა, ამბობს, რომ ამირხანაშვილს არ იცნობს.

„ამ საქმესთან დაკავშირებით არაფერი ვიცი. ერთადერთს გეტყვით, რომ უბრალოდ ჩამოვედი ღამე, ჩემს პირად საქმეზე, მოვხვდი არასწორ ადგილას არასწორ დროს. ამირხანაშვილს არ ვიცნობ არავის. უბრალოდ, ადამიანმა დარეკვა მთხოვა, დასარეკი არ მქონდა... მე არ მივსულვარ ამირხანაშვილთან, ის მოვიდა ჩემთან და მთხოვა დარეკვა“, – განაცხადა ლურსმანაშვილმა შსს-ში გამოკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან.

ლაშა ლურსმანაშვილმადე შს სამინისტროში გამოკითხვაზე ავთანდილ ბილანიშვილი, მეტსახელად „კაწრო“ იმყოფებოდა. მისი ადვოკატის თქმით, არსებობს მტკიცებულებები, რომ  ბილანიშვილი 18-19 ივნისის ღამეს უბნიდან არ გასულა და შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი არ აქვს.

ლაშა ლურსმანაშვილი და ავთანდილ ბილანიშვილი შსს-ში მას შემდეგ დაიბარეს, რაც „მთავარმა არხმა“ და „ფორმულამ“ შაქარაშვილის საქმეზე სათვალთვალო კამერის მიერ 19 ივნისის ღამეს გადაღებული, საზოგადოებისთვის უცნობი კადრები გაავრცელეს. კადრებში, რომ მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე, „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურთან თეთრი ფურგონი ჩერდება, საიდანაც თეთრპერანგიანი ახალგაზრდა მამაკაცი გადმოდის და გურამ ამირხანაშვილის მიმართულებით მიდის. „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ვარაუდით თეთრპერანგიანი მამაკაცი ავთანდილ ბილანიშვილია და ის ოთხი წუთის განმავლობაში ელაპარაკება ამირხანაშვილს. მანამდე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბილანიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია, ბერა ივანიშვლის მეგობარია და შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენების ჯგუფს ხელმძღვანელობს.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 17 პირი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით იძიებს. შსს არ გამორიცხავს, რომ შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზის დადგენის შემდგომ საქმის კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალდება დამძიმდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]