weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სახელმწიფო 300-ლარიანი კომპენსციის მისაღებად რეგისტრაცია 1 აგვისტომდე გაგრძელდება

13:10 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამის შეხსახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

თვითდასაქმებულებს კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ბოლო ვადა პირველ ივლისდამდე ჰქონდათ, ხოლო საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულებს –15 ივლისამდე. თვითდასაქმებულებს, რომლებიც კომპენსაციის მიღების პირობებს აკმაყოფილებენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთჯერადად 300 ლარი დაერიცხებათ.

„დარგობრივი დახმარებების გარდა ჩვენ გვქონდა მთელი რიგი სოციალური დახმარებების პაკეტი ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, ან იყვნენ თვითდასაქმებულები და ოჯახში შემოსავლის გარეშე დარჩნენ. ასეთი ადამიანების რეგისტრაციის ვადა ამოწურულია, მაგრამ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვადა 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდეს. ვინც დააგვიანა ან ვერ შეძლო ელემენტარულად საჭირო საბუთების მოძიება, ამ ადამიანებისთვის ვადა 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდება და თუ საჭირო იქნება, ამ ვადას შემდგომაც გავაგრძელებთ, რადგან ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა, გარდა ეპიდემიასთან ბრძოლისა არის ის, რომ მივეხმაროთ ჩვენს სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომლებსაც კრიზისის გამო შემოსავალი შეუმცირდათ ან ის საერთოდ დაკარგეს“, – განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში ფართოვდება და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც ისარგებლებენ.

„თვითდასაქმებულების ნაწილში დახმარებების მიზნობრიობას ვაფართოებთ და დავუმატებთ საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანების დახმარებას. ჩვენ მათგანაც დავიწყებთ განაცხადების მიღებას და ადამიანები, რომლებიც სეზონურად მუშაობდნენ საზღვარგარეთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ დახმარებას“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული მონაცემებით, დღევანდელი მდგომარეობით, სახელმწიფოსგან დახმარება მიიღო 121 719-მა თვითდასაქმებულმა და 129 000-ზე მეტმა დასაქმებულმა, რომელმაც სამსახური დაკარგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]