weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

სომხეთიდან შემოსული ტრაილერის მძღოლს გურჯაანში COVID-19 დაუდასტურდა

16:57 ხუთშაბათი, 09 ივლისი 2020

სომხეთის მოქალაქეს, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ატმის შესაძენად იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა მამაკაცი ერთ-ერთია სატვირთო ავტომანქანების იმ ოთხი მძღოლიდან, ვისაც კორონავირუსი ბოლო 24 საათში დაუდგინდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, სომხეთის მოქალაქეს 29 ივნისს, საზღვარზე შემოსვლის დროს, COVID-19-ზე ტესტირება ჩაუტარდა, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა. უარყოფითი პასუხი აჩვენა ჩუმლაყში ჩატარებულმა კიდევ ორმა ტესტმა. ხიზანიშვილის განმარტებით, ტრაილერის მძღოლები სპეიცალურ რეგულაციებს ექვემდებარებიან და ტესტირება ყოველ 72-ე საათში ერთხელ უტარდებათ.

„7 ივლისს მას PCR ტესტირება ჩაუტარდა და ლუგარის ცენტრში გაიგზავნა. მივიღეთ დადებითი პასუხი. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა, რის შედეგადაც, ჯერჯერობით, 15 კონტაქტია გამოვლენილი“, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

სოფელ ჩუმლაყში ატმისა და ვაშლატამის სადისტრიბუციო ლოკაცია მუშაობს, სადაც მანქანები საექსპორტო პროდუქციით იტვირთებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]