weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გიორგის მიაყენეს დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს არაგვში – გიორგი შაქარაშვილის ბიძა

17:38 პარასკევი, 10 ივლისი 2020

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, სასამართლო-სამედიცინო დასკვნამ ცალსახად დაადასტურა, რომ ახალგაზრდას დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს და შემდგომ მდინარე არაგვში გადააგდეს.

„ყველა დაზიანება, 12 -მდე სახის დაზიანება, ბავშვს მიყენებული აქვს სიცოცხლის პერიოდში, რაც ადასტურებს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, რასაც შემდგომში მოყვა გიორგის მდინარეში გადაგდება.

გამორიცხულია, ის რომ ის დაზიანებები, რომლის ექსპერტიზის დასკვნაშია აღნიშნული, ადამიანს მიადგეს იმ ფერდობზე ჩაგორებით, თუნდაც წაქცევის, სირბილის დროს.

დაზიანებები არის დაწყებული სახის არიდან, დამთავრებული ტანზე, ხელების მიდამოებში და ყველგან. ეს კვალიფიციკაცია, რომელიც უკვე შემოგვთავაზა პროკურატურამ, კარგია და არის სისხლის სამართლის საქმის სწორი კვალიფიკაცია. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას. გიორგის მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში, გარდაცვალების მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი, ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას. ამის შემდეგ გაადააგდეს და დადგა ლეტალური შედეგი“, – განაცხადა ნიკოლაძემ.

დღეს, 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვანა გამოაქვეყნა, რომლის მიხდევითაც, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამავდროულად, ექსპერტიზის დასკვნით, „ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში“.

„აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, – ნათქვამია ექსპერტიზის დასკვნაში.

სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიღების შემდეგ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაუმატა. დღემდე გიორგი შაქარაშვილის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით იძიებდა. ამ მუხლებით საქმეზე ბრალდებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]