weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შაქარაშვილის ოჯახი „ტოიოტა ქამრის“ 6-ვე მგზავრისთვის ბრალის დამძიმებას ითხოვს

18:44 პარასკევი, 10 ივლისი 2020

„ოჯახს დღეიდან ექნება კატეგორიული პოზიცია საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წინაშე, რომ ყველა დამნაშავე უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო“, – განაცხადა 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროების შემდეგ მირიან ნიკოლაძემ ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ექსპერტიზამ ცალსახად დაადასტურა, რომ ახალგაზრდას დაზიანებები სიცოცხლეში მიაყენეს და შემდგომ მდინარე არაგვში გადააგდეს.

ჟურნალისტის კითხვაზე - ვინ არიან ის ბრალდებულები, რომელთაც სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით ბრალი უნდა დაუმძიმდეთ, მირიან ნიკოლაძემ უპასუხა: „ეს არიან „ტოიოტა ქამრიში“ მყოფი პირები, რომლებიც გამოედევნენ ბავშვებს და მათ შორის გიორგის, რის შემდეგაც დადგა ეს უმძიმესი შედეგი. ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა ყველა მათგანთან მიმართებით, ანუ 6-ვე მათგანთან მიმართებით. თუ გამოძიება უფრო კონკრეტულად გამოკვეთს და უფრო დამაჯერებელი იქნება რომელიმე მათგანზე, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდგომ მტკიცებულებების საფუძველზე კიდევ ერთხელ ჩამოვყალიბდებით, რა პოზიცია გვექნება, მაგრამ დღეს ჩვენი პოზიციაა 6-ვე მათგანი იყოს ბრალდებული 109-ე მუხლით“.

რაც შეეხება „მერსედესის“ მარკის ავტომობილის მგზავრებს, მირიან ნიკოლაძის თქმით, მათთან მიმართებაში იგივე მოთხოვნა ამ ეტაპზე არ აქვთ.

„რამდენადაც დასრულებული იყო ეპიზოდი და ისინი გასცილდნენ შემთხვევის ადგილს, ბუნებრივია, ანალოგიური მოთხოვნა ვერ გვექნება. თუმცა, თუ გამოძიებით დადასტურდება, რომ აღნიშნულ პირებსაც შესაძლოა ჰქონოდათ რაიმე სახის კონტაქტი, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ დავაყენებთ მათი პასუხისმგებლობის საკითხსაც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

დღეს, 10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვანა გამოაქვეყნა, რის შემდეგაც პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაუმატა. დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის მუხლებით იძიებდა. ამ მუხლებით საქმეზე ბრალდებულია და წინასწარ პატიმრობაში იმყოფება 17 პირი.

გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, 4-დღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. ის 18-19 ივნისის ღამეს გაუჩინარდა, რასაც წინ უძღოდა 18 ივნისს, მცხეთაში, ნარეკვავის დასახლებაში ახალგაზრდებს შორის მომხდარი დაპირისპირება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]