weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

მესტიაში, მდინარეში გადავარდნილი „დელიკას“ მძღოლს ეძებენ

21:48 კვირა, 12 ივლისი 2020

მესტიის მუნიციპალიტეტში 50 წლის ო. კ.-ს ეძებენ. ის დღეს, მესტია-უშგულის საავტომობილო გზის მულახის მონაკვეთზე ავტომობილით მდინარე მულხურაში გადავარდა. 

შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. მაშველებმა ადგილობრივების დახმარებით „დელიკას“ მარკის ავტომობილი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა იქ არავინ აღმოჩნდა. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ, მამაკაცი წყალმა გაიტაცა, რადგან ავტომობილის ორივე კარი ღია იყო.

მესტიის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ადგილობრივებისა და მაშველების მონაწილეობით სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე [21:15 სთ] მიმდინარეობს. 

დაკარგული მამაკაცი სოფელ კალადან მესტიის მიმართულებით მიდიოდა და ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა. ის ბეჩოს თემში ცხოვრობს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]