weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კობა კობალაძის შვილსა და მასთან ერთად დაკავებულ 5 პირს პატიმრობა შეეფარდა

22:07 ორშაბათი, 13 ივლისი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის, კობა კობალაძის შვილსა და მასთან ერთად დაკავებულ 5 ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდება პროკურატურამ მოითხოვა.

გენერალური პროკურატურის განცხადებით, გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 24 ივნისს ქალაქ თბილისში, სერგო ზაქარიაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე 6 პირი, რომელთა შორის დავით კობალაძეც იყო, შურისძიების მოტივით თავს დაესხნენ გ.ე.-ს, რა დროსაც დ.ჟ.-მ, ვ.კ.-მ, დ.კ.-მ და დ.ძ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ.ე.-ს, ხოლო ს.ქ.-მ და გ.კ.-მ ბასრი საგნების გამოყენებით დაზარალებულს დაზიანებები მიაყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, გ.ბ.-მ მძიმე დანაშაული დაფარა.

სამართალდამცველებმა ექვსი პირი 11 ივლისს დააკავეს. პროკურატურამ გ.კ.-ს და ს.ქ.-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წაუყენა, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, ჩადენლს ჯგუფურად.

დ.ჟ.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 238-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ჯგუფურად ძალადობასა და განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ანდა ცივი იარაღის ტარებისთვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებას გულისხმობს.

დ.ძ.-ს და დ.კ.-ს ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - ჯგუფური ძალადობა, ხოლო გ.ბ.-ს მძიმე დანაშაულის დაფარვა, რასაც 375-ე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვ.კ.-ს, პროკურატურის ცნობით, მის მიმართ გამოტანილია დადგენილება ჯგუფური ძალადობის მუხლით. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის მონაწილე ორი პირი მედიაში გასული ანონსის შემდეგ დააკავა, ხოლო კობა კობალაძის შვილი, 2000 წელს დაბადებული დ. კ. პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ნებით მივიდა. 



Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]