weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შაქარაშვილის მშობლებმა სახალხო დამცველს „მთავარი არხის“ ბულინგისგან დაცვა სთხოვეს – ნიკოლაძე

09:29 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

გიორგი შაქარაშვილის მშობლები და ბიძა, მირიან ნილოლაძე საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდნენ. როგორც ნიკოლაძემ განაცხადა, გარდაცვლილის დედ-მამამ ნინო ლომჯარიასთან თქვეს, რომ გამოძიების მიმართ უნდობლობა არ აქვთ, ელოდებიან მის დასრულებას და საბოლოო პოზიციას მას შემდეგ დააფიქსირებენ.

გარდა ამისა, შაქარაშვილის ბიძამ აღნიშნა, რომ გარდაცვლილის მშობლებმა სახალხო დამცველს ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ბულინგისგან მათ ოჯახის დაცვა სთხოვეს.

„პირველი თხოვნა, რაც ოჯახს სახალხო დამცველის მიმართ აქვთ, ის არის, რომ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დაიცვას „მთავარი არხის“ მიერ განხორციელებული ბულინგისგან და სისტემური აგრესიისგან. ეს იყო დედის და მამის მთავარი მოთხოვნა“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ აჭარის ტელევიზიასთან სატელეფონო ინტერვიუში.

 

ამ თემაზე:

სახალხო დამცველმა შაქარაშვილის საქმის მასალების გასაცნობად პროკურატურას მიმართა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]