weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ავთანდილ ბილანიშვილმა ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივლა

12:44 სამშაბათი, 14 ივლისი 2020

ავთანდილ ბილანიშვილმა, იგივე „კაწრომ“, რომელიც რამდენიმე მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმის მონაწილეა, ტელეკომპანია „მთავარი არხისა“ და მისი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში სარჩელი შეიტანა.

ადვოკატმა თამარ აბესაძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მთავარმა არხმა“ ბილანიშვილის რეპუტაცია შელახა.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში განაცხადი შევიდა ავთანდილ ბილანიშვილის და ასევე მისი ოჯახის მიერ, ვინაიდან ძალიან ბევრი სახელის გამტეხი, რეპუტაციის შემლახავი ინფორმაცია გავიდა ტელევიზიაში. გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაცია იქნა გაშვებული ტელევიზიით, რამაც ძალიან დიდი მორალური ზიანი მიაყენა ავთანდილ ბილანიშვილს და მის ოჯახს“, – განცხადა ადვოკატმა.

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ტელეკომპანიამ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (დადასტურებული წყარო) და მეთერთმეტე პრინციპები (ფაქტის განზრახ დამახინჯება) დაარღვია.

თამარ აბესაძის განცხადებით, შესაძლოა უახლოეს მომავალში ბილანიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სარჩელი სასამართლოშიც შეიტანოს.

„მთავარმა არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ავთანდილ ბილანიშვილი ე.წ. კანონიერი ქურდის შვილია, ბერა ივანიშვლის მეგობარია და გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული სპორტსმენების ჯგუფს ხელმძღვანელობს. გარდა ამისა, ნიკა გვარამიამ გამოთქვა ვარაუდი, რომ ბილანიშვილი იყო ის თეთრპერანგიანი მამაკაცი, რომელიც 19 ივნისის ღამეს, დიდუბეში შაქარაშვილის საქმის მთავარ მოწმეს, გურიამ ამირხანაშვილს შეხვდა და ელაპარაკა. ავთანდილ ბილანიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იყო, სადაც თქვა, რომ სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებზე ასახული თეთრპერანგიანი მამაკაცი ის არ არის. მისი ადვოკატის განცხადებით, ბილანიშვილი 18-19 ივნისის ღამეს უბნიდან არ გასულა და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]